როგორ გადავრჩეთ დედაქალაქში

უცხო ქალაქში გადასვლის აუცილებლობა, ჯაჭვური უსამართლობა და გაყინული პრობლემები დასაქმების სფეროში, როდესაც გატანისთვის, ყოველი დღისთვის, გიწევს ბრძოლა.
თავის ისტორიას და დღევანდელ დღეს ყვება ნინო სილაგაძე. მან ქუთაისი წლების წინ დატოვა და თბილისში ახალი შესაძლებლობების საძებნელად გადავიდა.
სტუდენტი, პროფესიით დასაქმების შეუძლებლობის მიღმა, სახელმწიფოს სრულ ინდიფერენტულობას აწყდება, რაც მკაფიოდ აჩენს სისტემას, სადაც მთავარი არა ცოდნის კვლავწარმოება და ამ გზაზე მოქალაქეების ხელშეწყობა, არამედ ადამიანებში მინიმალურ პირობებზე შემგუებლობის გამომუშავება და გაბატონებული კლასის სტატუს-კვოს შენარჩუნებაა.

გაზიარება